რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული იქნება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, წმინდა ნინოს ქუჩიდან ცენტრალურ პარკში ჩასასვლელი კიბის გასწვრივ პანდუსი ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გარე განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება და მოეწყობა მოაჯირები. პროექტისთვის 27 700 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. სამუშაოები მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.