გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილება შეიქმნა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
როგორც სამსახურის უფროსი ნინო ნინოშვილი ამბობს, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში ტურიზმი განვითარდეს, ზოგადი სტრატეგიის შემუშავებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„მოვიწვიეთ გერმანელი ექსპერტი, რომელიც ხუთ მაისს ჩამოვა. ის ჩვენთან, ჯერჯერობით, სამი კვირის განმავლობაში ითანამშრომლებს. შევეცდებით შევისწავლოთ ყველა ის პრობლემა, რაც ამჟამად მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებობს. დიდი ყურადღება მიექცევა ქალაქს იმიტომ, რომ არის ძალიან დიდი პოტენციალი… სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი დაგვაკავშირონ გერმანიაში ტურისტულ ორგანიზაციებთან. მათი მეშვეობით გერმანიიდან გურჯაანში პირდაპირ მოხდება ტურისტების ჩამოყვანა”, – თქვა ნინო ნინოშვილმა.
ნინო ნინოშვილის თქმით, მიმდინარეობს ინვესტორების მოძიება, რომლებთანაც ერთობლივი პროექტები გაკეთდება. ამჟამად, განყოფილება მუშაობს სასტუმროების, მარნების, კულტურული ძეგლების და ა.შ. ბაზების შექმნაზე.