თბილისის საკრებულოში დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. დეპუტატები ასევე 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსაც მოისმენენ.
საკრებულოს სხდომაზე 10 საკითხი უნდა განიხილონ. დედაქალაქის მთავარ სათათბიროში სხდომა 16:00 საათზეა დანიშნული, მანამდე კი ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართება.