კონსტანტინე თავზარაშვილს გორის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების გაყიდვით ხარჯების შემცირება და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების შეძენა სურს. გორის მერი ძველი ავტომობილების გაყიდვაში დახმარების მიზნით აპირებს რომ სახელმწიფოს მიმართოს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 წლის ტოიოტა კამრით გადაადგილდება. დავით რაზმაძის თქმით, საკრებულოს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მანქანა ემსახურება.
გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების საწვავის ხარჯი 102 241 ლარი იყო. მიმდინარე წელს ავტოპარკის განახლებისა და საწვავის ხარჯის შემცირების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ძველი ავტომობილების გაყიდვას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის განკარგულებით შავი ფერის ავტომობილების შესყიდვა საჯარო სამსახურებს, მათ შორის თვითმმართველობებს, აეკრძალათ.