გლდანის რაიონში 2018 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. გლდანის რაიონის გამგეობა I კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.
გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, 2018 წელს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა:
გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე ;
გზის ფრაგმენტული შეკეთება 15 მისამართზე
სამ მისამართზე მოეწყო ლითონის დამცავი მოაჯირი;
განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული 14 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია;
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო სავარჯიშო ფიტნეს ტრენაჟორების ოთხი მოედანი;
განთავსდა...
რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა სამგორის რაიონში 2018 წელს. სამგორის რაიონის გამგეობა I კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.
სამგორის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, 2018 წელს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა:
საგზაო სამუშაოები დასრულდა 4 მისამართზე. დაიგო 2952 კვ.მ ასფალტის საფარი; საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დამატებით 6 მისამართზე;
მოეწყო მოაჯირები 3 მისამართზე;
სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 3 მისამართზე.
სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 მისამართზე.
სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 7...
ხაშურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომლის შესახებაც ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, რეაბილიტაცია უტარდება N7 სააღმზრდელო დაწესებულებას, რომლის ფარგლებშიც შენობა და ეზო სრულად კეთილმოეწყობა.
გარდა ამისა, ხაშურის მერიის ინფორმაციით, მინის ტარის დასახლებაში მიმდინარეობს N8 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლისთვისაც, ჯამში, 538 965 ლარი დაიხარჯება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს დაბა სურამშიც, სადაც 26 მაისის ქუჩაზე გზის საფარი კეთდება. სამუშაოები ივლისის ბოლოსთვის დასრულდება...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობები შესაძლოა სეისმომდგრადობაზე შემოწმდეს.
კალაძის თქმით, რაც შეეხება დაგეგმილ მშენებლობებს, კომპანიამ ყველანაირი დასკვნა მშენებლობის ნებართვის მიღების დროს უნდა წარადგინოს.
"უკვე აშენებული სახელმწიფო შენობები შესაძლებელია გადავამოწმოთ. შეგვიძლია ამის დაგეგმვა, თუ არსებობს პრობლემური შენობა-ნაგებობები, იქ მოვიქცევით ისე, როგორც ბაღების შემთხვევაში მოვიქეცით, სახელმწიფო საკუთრებებს ვგულისხმობ, კერძო საკუთრებებს ჩვენ ვერ ვეხებით",- თქვა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის განმსაზღვრელ ორგანიზაციების თქმით, საქართველოში 8 ბალზე ნაკლები გამძლეობის სეისმომედეგობის მშენებლობა დაუშვებელია.
რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა საბურთალოს რაიონში 2018 წელს. საბურთალოს რაიონის გამგეობა I კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, 2018 წელს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა:
გზის კაპიტალური რეაბილიტაცია 16 მისამართზე;
გზის ფრაგმენტული შეკეთება 25 მისამართზე, სამ ქუჩაზე კი, მოხრეშვის სამუშაოები;
10 მისამართზე დამონტაჟდა საგზაო მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი;
5 მისამართზე მოეწყი კიბე ფეხით მოსიარულეთათვის;
2 მისამართზე მოეწყო საყრდენი კედელი;
6 მისამართზე სკვერის...
თბილისში 134 საჯარო ბაღის შენობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამოწმებს. როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ამბობენ, შემოწმების შედეგები მათი დასრულებისთანავე ეტაპობრივად გადაეგზავნება დამკვეთს, რომელიც ბაგა-ბაღების სააგენტოა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე 28 ბაღის შენობის ექსპერტიზა დასრულდა.
ექსპერტიზის თანახმად, 16 ბაღს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს, 10-ის კი დემონტაჟი უნდა მოხდეს. სადემონტაჟო ბაღებია: N19, N28, N43, N47, N84, N96, N125, N6,...
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ლანჩხუთში, მშვიდობისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა.
'' წლების განმავლობაში ვითხოვდით სანიაღვრე არხების გაკეთებას. თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა ამ პრობლემის გადაჭრა. მადლობა თქვენ, რომ დაიწყო ეს სასიკეთო საქმე. წვიმის დროს ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვართ ეს პრობლემა მომავალში აღარ შეგვაწუხებს -აცხადებენ ადგილობრივები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოები 10 აპრილს დაიწყო...
წინა სტატია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამშვიდობო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" გააცნო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ციხელაშვილის განმარტებით, მათ უკვე მოისმინეს მხარდამჭერი განცხადებები პარტნიორების მხრიდან, რაც ამ ინიციატივის განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა განაცხადა, ინიციატივა კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
„გაერო მოხარულია ამ პროექტით, რადგან პირველ რიგში, იგი შეუმსუბუქებს მდგომარეობას იმ...
საქართველოს პარლამენტის, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით დაგეგმილი ცვლილებები, მმართველი გუნდის ხედვა და გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა კომპეტენციებისა და ფინანსური დეცენტრალიზაციის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობა. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჩართულობის გაზრდის...
წინა სტატია
თბილისის მერიის ინფორმაციით, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი გზაგამტარი მოეწყობა.
მერიის ცნობით, გზაგამტარი უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას უზრუნველჰყოფს, შეამცირებს ტრანსპორტის გადაადგილების დროს და განტვირთავს მოძრაობას საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში. პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 700 000 ლარი დაჯდება და ხუთ თვეში დასრულდება.
ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები დროებით შეიცვალა.
https://www.youtube.com/watch?v=RmDRCLUyazo&feature=youtu.be
მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 65% უკვე შესრულებულია. შუახევში სამუშაოები დასრულდა. ქედაში კი ბრიგადები ერთდროულად ორ ლოკაციაზე, სოფელ ახალშენში და პირველ მაისში მუშაობენ. ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს ინფორმაციას.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მოსახლეობა მომარაგდება, სულ 11 000 აბონენტი.
გაზსადენის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება, მისი ღირებულება 25 850 000 ლარია.
გაზსადენის ტრასა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის,...
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღთან მშობლებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა. ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
აქციის მონაწილეები 109-ე ბაღის დახურვას აპროტესტებენ. ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ბავშვები სხვა ბაღებში, სადაც ისინი გადაანაწილეს, არ მიჰყავთ.
ოფიციალური ინფორმაციით, 18 აპრილიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის...
რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაცია რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წარადგინა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, 2017 წლის საბიუჯეტო მაჩვენებლებზე დეტალურად კი, როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვით ნაწილზე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა ისაუბრა.
პრეზენტაციის დასასრულს, საუბარი შეეხო ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, ოპოზიციის...
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებმა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ინიციატივას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კანონპროექტთა პაკეტი, რომელშიც ოთხი კანონპროექტია გაერთიანებული - „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს...
წინა სტატია
თბილისში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები დროებით შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გზაჯვარედინზე ცინცაძის ქუჩიდან ნებადართული იქნება მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ - კარტოზიას ქუჩაზე, ხოლო პირდაპირ - თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება და ამირეჯიბის გზატკეცილისკენ მობრუნება - შეიზღუდება.
სანაცვლოდ, ცინცაძიდან ამირეჯიბის გზატკეცილისა და ბახტრიონის ქუჩისკენ მოძრავ ავტომანქანებს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის პირველივე გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევა შეეძლებათ.
გარდა ამისა,...
დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.
“სახლი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. აქვს ერთფერდა, კრამიტის გადახურვა, რომელზეც ორი საკვამურია ამოყვანილი. სახლს წინა მხარეს, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე ხის სვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს, რომელიც გვერდებიდან გახსნილია....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































