თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობები შესაძლოა სეისმომდგრადობაზე შემოწმდეს.
კალაძის თქმით, რაც შეეხება დაგეგმილ მშენებლობებს, კომპანიამ ყველანაირი დასკვნა მშენებლობის ნებართვის მიღების დროს უნდა წარადგინოს.
“უკვე აშენებული სახელმწიფო შენობები შესაძლებელია გადავამოწმოთ. შეგვიძლია ამის დაგეგმვა, თუ არსებობს პრობლემური შენობა-ნაგებობები, იქ მოვიქცევით ისე, როგორც ბაღების შემთხვევაში მოვიქეცით, სახელმწიფო საკუთრებებს ვგულისხმობ, კერძო საკუთრებებს ჩვენ ვერ ვეხებით”,- თქვა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის განმსაზღვრელ ორგანიზაციების თქმით, საქართველოში 8 ბალზე ნაკლები გამძლეობის სეისმომედეგობის მშენებლობა დაუშვებელია.