მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 65% უკვე შესრულებულია. შუახევში სამუშაოები დასრულდა. ქედაში კი ბრიგადები ერთდროულად ორ ლოკაციაზე, სოფელ ახალშენში და პირველ მაისში მუშაობენ. ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს ინფორმაციას.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მოსახლეობა მომარაგდება, სულ 11 000 აბონენტი.
გაზსადენის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება, მისი ღირებულება 25 850 000 ლარია.
გაზსადენის ტრასა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის, ხოლო სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას მიუყვება.
გაზსადენის მშენებლობა გასულ წელს დაანონსდა, სამუშაოები 2017 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო.