რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა საბურთალოს რაიონში 2018 წელს. საბურთალოს რაიონის გამგეობა I კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, 2018 წელს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა:
- გზის კაპიტალური რეაბილიტაცია 16 მისამართზე;
- გზის ფრაგმენტული შეკეთება 25 მისამართზე, სამ ქუჩაზე კი, მოხრეშვის სამუშაოები;
- 10 მისამართზე დამონტაჟდა საგზაო მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი;
- 5 მისამართზე მოეწყი კიბე ფეხით მოსიარულეთათვის;
- 2 მისამართზე მოეწყო საყრდენი კედელი;
- 6 მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება;
- ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო სავარჯიშო ფიტნეს ტრენაჟორების ორი მოედანი;
- 352 ხეს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა;
- მოიჭრა ავარიული და გამხმარი 146 ხე;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, საბურთალოს რაიონში ჩატარდა 3 სპორტული და 3 კულტურული ღონისძიება;
- სოციალური პროექტების განყოფილების მიერ, I კვარტალში გაიცა 4451 სოციალური დახმარება. კერძოდ:
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (გამოკვლევა/ოპერაცია/მკურნალობა)-260 განცხადება;
2. ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 478 განაცხადი;
3. მედიკამენტების დაფინანსება – 3467 განაცხადი;
4. ოპერაციების დაფინანსება -146;
5. ბინის ქირით უზრუნველყოფილია 100 ოჯახი.