გლდანის რაიონში 2018 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. გლდანის რაიონის გამგეობა I კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.
გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, 2018 წელს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა:
- გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე ;
- გზის ფრაგმენტული შეკეთება 15 მისამართზე
- სამ მისამართზე მოეწყო ლითონის დამცავი მოაჯირი;
- განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული 14 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია;
- ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო სავარჯიშო ფიტნეს ტრენაჟორების ოთხი მოედანი;
- განთავსდა 40 მოსასავენებელი სკამი, მოსასვენებელი პავილიონების მოწყობა კი, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს;
- სკვერის მოწყობა მიმდინარეობს შვიდ მისამართზე;
● თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია. ერთ მისამართზე კი, შშმ პირებისთვის მოეწყო ელექტროპანდუსი;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, გლდანის რაიონში ჩატარდა ერთი სპორტული ღონისძიება – ტურნირი „გლდანის თასი ფრენბურთში 2018’’ და ერთი კულტურული ღონისძიება მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ქალბატონებისთვის;
- სოციალური პროექტების განყოფილების მიერ, I კვარტალში გაიცა 4 058 საგარანტიო წერილი. კერძოდ:
- გამოკვლევების დაფინანსება – 216 განაცხადი;
- ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 262 განაცხადი;
- მედიკამენტების დაფინანსება – 3070 განაცხადი;
- ოპერაციების დაფინანსება – 208;
- მკურნალობის დაფინანსება – 172;
- ზამთრისთვის შეშა დაურიგდა სოციალურად დაუცველ 300 ოჯახს;
- ბინის ქირით უზრუნველყოფილია 80 ოჯახი.