რუსთავის მერმა 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა

958

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაცია რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წარადგინა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 2017 წლის საბიუჯეტო მაჩვენებლებზე დეტალურად კი, როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვით ნაწილზე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა ისაუბრა.

პრეზენტაციის დასასრულს, საუბარი შეეხო ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, ოპოზიციის აქტიურ ჩართულობას და ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით სამუშაო შეხვედრების გამართვის აუცილებლობაზე.

როგორც “ინფო რუსთავი” წერს, ირაკლი ტაბაღუამ  2017 ბიუჯეტის შესრულების ნაწილი დამაკმაყოფილებელად შეაფასა.

“რაც შემოსავლებით იყო გათვალისწინებული ის შესაბამისობაში იყო მოყვანილი და მაგ კუთხით დანაკლისი არ იყო. ხარჯვის ნაწილში  იყო გარკვეული ინფრასტრუქტურები რომელიც გრძელვადიან კონტრაქტებად  გადავიდა და გაფორმდა 2018 წელში და შესაბამისად ის ხარჯვითი ნაწილიც 2018 წელში გადავიდა” – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ

ოპოზიცია საბიუჯეტო თანხების გადანაწილების პრიორიტეტებით უკმაყოფილოა. ნაციონალური მოძრაობა მერიას ბიუროკრატიული ხარჯებისთვის აკრიტიკებს.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი შენიშვნები.ერთერთი მთავარი შენიშვნაა ბიუროკრატიული ხარჯები და მისი ზრდა.ასევე გვაქვს შენიშვნები ბიუჯეტის არ ზრდასთან დაკავშირებით. უშუალოდ მუშა რეჟიმში მოვახსენებთ ჩვენს შენიშვნებს ქალაქის მერს”- განაცხადა რუსთავის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელმა ალეკო ბერიძემ.