თბილისის 109-ე ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

1468

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 109-ე ბაგა-ბაღთან მშობლებისა და მასწავლებლების საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა. ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

აქციის მონაწილეები 109-ე ბაღის დახურვას აპროტესტებენ. ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ბავშვები სხვა ბაღებში, სადაც ისინი გადაანაწილეს, არ მიჰყავთ.

ოფიციალური ინფორმაციით, 18 აპრილიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას გამაგრება სჭირდება.

ბაღის მასწავლებლები და მშობლები სალოსის ქუჩაზე ავტომობილებს არ ატარებენ და გზა გადაკეტილი.