თბილისში ექსპერტიზა კიდევ 134 საბავშვო ბაღის შენობას უტარდება

807

თბილისში 134 საჯარო ბაღის შენობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამოწმებს. როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ამბობენ,  შემოწმების შედეგები მათი დასრულებისთანავე ეტაპობრივად გადაეგზავნება დამკვეთს, რომელიც ბაგა-ბაღების სააგენტოა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე 28 ბაღის შენობის ექსპერტიზა დასრულდა.

ექსპერტიზის თანახმად, 16 ბაღს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს, 10-ის კი დემონტაჟი უნდა მოხდეს. სადემონტაჟო ბაღებია: N19, N28, N43, N47, N84, N96, N125, N6, N14, „ვარკეთილის მეურნეობა”.

მათგან სამი – N19, N84, N125 ბაღები უკვე დაიხურა, კიდევ ერთი, 109-ე ბაღის დახურვის გადაწყვეტილება კი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გუშინ, სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მიიღო.

რეაბილიტაცია შემდეგ ავარიულ ბაღებში ჩატარდება: N2, N4,N55, N155, N3, N66, N100, N119, N126, N170, N200, N21, N144, N150, მხედველობადაქვეითებულთა ბაღი, სმენადაქვეითებულთა ბაღი.