ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მშვიდობისა და ბაგრატიონის ქუჩებზე სანიაღვრე არხები მოეწყობა

988

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ლანჩხუთში, მშვიდობისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა.

” წლების განმავლობაში ვითხოვდით სანიაღვრე არხების გაკეთებას. თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა ამ პრობლემის გადაჭრა. მადლობა თქვენ, რომ დაიწყო ეს სასიკეთო საქმე. წვიმის დროს ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვართ ეს პრობლემა მომავალში აღარ შეგვაწუხებს -აცხადებენ ადგილობრივები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოები 10 აპრილს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.

სანიაღვრე არხებს ამხანაგობა „ჯ.ჯ.კ.“ ასრულებს. 

სანიაღვრე არხების მოსაწყობად 600 000 ლარია გამოყოფილი.