ხაშურში საბავშვო ბაღებისა და გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

623

ხაშურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომლის შესახებაც ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, რეაბილიტაცია უტარდება N7 სააღმზრდელო დაწესებულებას, რომლის ფარგლებშიც შენობა და ეზო სრულად კეთილმოეწყობა.

გარდა ამისა, ხაშურის მერიის ინფორმაციით, მინის ტარის დასახლებაში მიმდინარეობს N8 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლისთვისაც, ჯამში, 538 965 ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს დაბა სურამშიც, სადაც 26 მაისის ქუჩაზე გზის საფარი კეთდება. სამუშაოები ივლისის ბოლოსთვის დასრულდება და ჯამში 542 400 ლარი დაიხარჯება.

პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. მათ განსახორციელებლად, თანადაფინანსების პრინციპით, თანხა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.