თბილისის მერიის ინფორმაციით, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი გზაგამტარი მოეწყობა.
მერიის ცნობით, გზაგამტარი უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას უზრუნველჰყოფს, შეამცირებს ტრანსპორტის გადაადგილების დროს და განტვირთავს მოძრაობას საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში. პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 700 000 ლარი დაჯდება და ხუთ თვეში დასრულდება.
ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები დროებით შეიცვალა.