გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა, რომელიც მაგისტრალის, რეზერვუარისა და ტუმბოს მონტაჟს გულისხმობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გორის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად სოფელში 45 ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობა კი, წყალს წყაროდან იღებს ან ჭებით სარგებლობს. სოფელი თედოწმინდა ტინისხიდის ადმინისტრაციულ თემში შედის.
მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოებისთვის 117 000 ლარი გამოიყო და პროექტი მაისიდან დაიწყება.
ასპინძის, ტოლოშის და თმოგვის სკოლებში საპირფარეშოების რეაბილიტაციისთვის ასპინძის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, პირველ ეტაპზე, რეაბილიტაციისთვის ისეთი სკოლების საპირფარეშოები შეირჩა,სადაც მძიმე მდგომარეობაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტოლოშის სკოლის ეზოში იგეგმება ძველი საპირფარეშოს დემონტაჟი და ახალი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული შენობის აშენება, სადაც სამი განყოფილება იქნება გოგონებისთვის,ბიჭებისთვის და მასწავლებლებისთვის.
რაც შეეხება თმოგვის სკოლის საპირფარეშოს, აქ...
ახალციხეში გზების ორმოული შეკეთება დღეიდან დაიწყო. შპს "ოცხემ" ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 100 000 ლარად მოიგო. სამუშაოების განსახორციელებლად ვადა 31 დეკემბრამდე აქვს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
კომპანიას ქალაქის ცენტრალური ქუჩების მხოლოდ ორმული შეკეთების ვალდებულება აქვს, რაც შეეხება გზების კაპიტალურ რეაბილიტაციას, მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს, ამისთვის თანხა გათვალიწინებული არ აქვთ.
გორში ქართული კერამიკის შემსწავლელი კლასი გაიხსნა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს თიხაზე მუშაობას ცნობილი გორელი ოსტატი გიორგი ტატულაშვილი უფასოდ შეასწავლის. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
კერამიკის შემსწავლელი უფასო კლასის გახსნა გიორგი ტატულაშვილის ინიციატივაა, პროექტი 9 თვიანია და ,,კულტურული პროექტების თანადაფინანსების“ მუნიციპალური პროგრამიდან 9000 ლარით ფინანსდება.
გორის მერიის ცნობით, გორის მოჭიქული კერამიკა საქართველოში განსაკუთრებით ცნობილი იყო XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ საქობოში არსებულ ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლს“ კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი სვანიძემ ასორმოცდაათი ძირი ზეთისხილის ნერგი გადასცა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილმა , მერმა გიორგი გოგილაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა, გიორგი სვანიძემ შვილებთან და ბენეფიციარებთან ერთად, სათნოების სახლის ტერიტორიაზე ზეთისხილის ნერგები დარგეს.
„მოხარულები ვართ, რომ საქვემოქმედო აქციებით სათნოების სახლს დავეხმარებით. როდესაც...
ბათუმის საკრებულოს ცნობით, ქსენია ბახტაძისა და მარკოზ აჭარელის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
საკრებულოს ინფორმაციით, ქსენია ბახტაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბონდი-2009“ ასრულებს.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ბათუმის ბიუჯეტიდან 299 ათასი ლარია გამოყოფილი.
უწყების ცნობით, ბახტაძის ქუჩაზე და მის ორივე ჩიხში გზის საფარქვეშ წყლის ახალი სისტემა დამონტაჟდა და მოშანდაგდა, ამჟამად კი, ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული ქუჩის კეთილმოწყობა ივლისში...
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქობულეთის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება.
როგორც მერია იუწყება სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე განხორციელდა, კერძოდ: გამოიცვალა გრუნტი; მოეწყო სანიაღვრე სისტემა; დამონტაჟდა ბორდიურები; დაიგო ორშრიანი დეკორატიული ფილები და უსინათლოთა ბილიკები; ამჟამად კი, მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 462 ათასი ლარია გამოყოფილი.
წინა სტატია
„მწვანე ალტერნატივაში" აცხადებენ რომ "მესტიაჭალა ჰესის" გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დაკოპირებულია და რეალურად არ ასახავს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ჰესის აშენებას მოჰყვეს. ამის შესახებ imedinews.ge წერს.
"ეს დოკუმენტი წარმოადგენს ფაქტობრივად დაკოპირებულ ვერსიას სხვა ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებიდან, რომელიც არ მოიცავს რეალურად საფრთხეების შეფასებას, ის არ მოიცავს არც ეკონომიკურ დასაბუთებას, მასში მრავლად არის დაკოპირებული თავები, პარაგრაფები და მთლიანი ქვეთავები", - აცხადებს...
ფოთის მერიის ინფორმაციით, 7 ბრიგადაზე გათვლილი, საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალის მშენებლობა დასრულების სტადიაშია.
გადაუდებელი დახმარების ცენტრში ამჯერად შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.
მერიის ცნობით, ცენტრი შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება საჭირო ტექნიკით.
სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 339 000 ლარია.
გამოცემა "სპექტრმა" მოამზადა სტატია კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მერების ქონებრივ დეკლარაციაზე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის მეუღლის, ნინო ჩალაძის სახელზეა რეგისტრირებული ერთი ბინა თბილისში და ერთიც - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ასევე მსუბუქი ავტომანქანა toyota estima, რომელიც 2015 წელს 4 900 დოლარად შეიძინა. ჯონდო მდივნიშვილს დეკლარაციის შევსების დროს დანაზოგი 17 500 ლარი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს ნინო ჩალაძეს 6000 ლარი.
მერმა შესრულებული სამუშაოსთვის...
დიდუბის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით 12 მისამართზე მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა; 9 მისამართზე განხორციელდა წყალ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია; მოეწყო სავარჯიშო ფიტნეს ტრენაჟორების 8 მოედანი; 4 მისამართზე დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები; გაიხსნა 3 ახალი მოსასვენებელი სკვერი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 სკვერს; მოეწყო ერთი ახალი საკალათბურთო მოედანი; 5 მისამართზე დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები; 4 მისამართზე...
ჩუღურეთის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს
უწყების ინფორმაციით, 2018 წელის იანვრიდან მარტის ჩათვლით 20 მისამართზე მოეწყო გზა, 16 მისამართზე თბილისური ტიპის ეზოში დაიგო ასფალტი; მოეწყო სავარჯიშო ფიტნეს ტრენაჟორების 4 მოედანი; მოსასვენებელი პავილიონები გაკეთდა 3 მისამართზე; სტიქიის შედეგად დაზიანებული 7 საცხოვრებელი სახლის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
რაც შეეხება სოციალურ პროექტებს ჩუღურეთის გამგეობამ 3130 ადამიანი დააფინანსა, გამოკვლევებით უზრუნველჰყო 154 ადამიანი; ერთჯერადი ფინანსური დახმარება...
როგორც ვაკის რაიონის გამგეობა იუწყება, ნუცუბიძის IV მ/რ-ში, ტაქსოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ახალ დასახლებაში გზა პირველად მოწესრიგდება.
გამგეობის ცნობით, პროექტის თანახმად, დაახლოებით, 1000 მ2 ფართობზე გზის საფუძველი და ბორდიური მოეწყობა. ასევე, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი.
გორში ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაუდებელი დახმარების გაწევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა ყიფიანის ქუჩაზე მოხდა. ის მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ყიფიანის ქუჩაზე არც საგზაო ნიშნებია, არც "მწოლიარე პოლიციელები" და აქ გადაადგილება სახიფათოა, რადგან მანქანები სწრაფად მოძრაობენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მთაწმინდის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით 5 მისამართზე მოწყობა გზა; 2 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; 4 მისამართზე დაიწყო გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა; 1 მისამართზე დასრულდა ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკის (პანდუსი) მოწყობა; კოჯორში, აზეულას ციხესიმაგრეზე კი, ტურისტული ბილიკისთვის გაანათების ქსელის მოსაწყობად წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
გამგეობის ცნობით, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა 4 მისამართზე და შეკეთდა 11 სახურავი;
ასევე, სხვადასხვა...
ისნის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს
უწყების ინფორმაციით, 2018 წელის იანვრიდან მარტის ჩათვლით 23 მისამართზე კაპიტალურად მოეწყო გზა; 4 ქუჩაზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე და წყალსადენ ქსელებს; განახლდა 5 საბავშვო ატრაქციონი და მოეწყო 3 თანამედროვე სტანდარტების კომბინირებული სპორტული მოედანი.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































