მოქალაქეების თქმით, გორში ყიფიანის ქუჩაზე ფეხით მოძრაობა სახიფათოა

529

გორში ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაუდებელი დახმარების გაწევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა ყიფიანის ქუჩაზე მოხდა. ის მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ყიფიანის ქუჩაზე არც საგზაო ნიშნებია, არც “მწოლიარე პოლიციელები” და აქ გადაადგილება სახიფათოა, რადგან მანქანები სწრაფად მოძრაობენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.