ლანჩხუთში, მშვიდობისა და ბაგრატიონის ქუჩებზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები შენდება. სამუშაოები 10 აპრილს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
სანიაღვრე არხებს ამხანაგობა „ჯ.ჯ.კ.“ აშენებს. ბიუჯეტიდან პროექტისთვის 600 000 ლარია გამოყოფილი.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სამ მისამართზე სკვერები ეწყობა. სკვერი ამ დროისთვის, კუს ტბის ტერიტორიაზე ეწყობა. დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია კი ვაჟა-ფშაველას I კვარტალში და ნუცუბიძის III მ/რ-ში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, სამივე მისამართზე დაგეგმილია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განახლება, სკვერების გამწვანება და განათება. შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში კი, უკვე მოეწყო ახალი ფიტნეს ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი განთავსდა.
გურჯაანში, ა(ა)იპ "მუნიციპალურ სერვისში“ შტატები გაუქმდა და ექვსი სპეციალისტი სამსახურიდან გათავისუფლდა. მერის მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის თქმით, ცვლილება კადრების ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
"რეალური საქმე, რაც გასაკეთებელი იყო, ამდენი ადამიანის დასაქმებას არ საჭიროებდა. სავარაუდოდ, ამ ცვლილებით 30 000 ლარი თანხა დაიზოგა. გათავისუფლებული ადამიანები სპეციალისტები იყვნენ, რაც შეეხება ბუღალტრის ორ თანაშემწეს, ისინი ადგენენ ე.წ. ჩგდ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებს. სოფელში ვინც...
თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ღამის ეკონომიკის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას რამდენიმე დღეში გამართავს.
„დავასრულეთ მუშაობა და პროექტის პრეზენტაციას რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე კახა კალაძემ მიმდინარე წლის 7 მარტს წარადგინა. როგორც გვარჯალაძე აცხადებდა, მისი მთავარი მოვალეობა იქნება, სახელმწიფო...
ახალციხეში შპს „კეთილმოწყობამ“ საგაზაფხულო სამუშაოები, დაახლოებით, 30 წლის წინ შეძენილი „ზილის“ მარკის სპეციალური წყლის მანქანით განაახლა. მანქანა 1989 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იყიდა. ის ერთ ჯერზე ექვს ტონა წყალს იტევს და ხუთამდე ქუჩის შემოვლას სწვდება. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს.
კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ მანქანა მწყობრიდან ხშირად გამოდის და მის შეკეთებას დიდი დრო სჭრიდება.
ძველი მანქანის გამო ყველა ქუჩა ვერ ირეცხება. ახალციხის...
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მისი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) რეგიონულ დირექტორს, როლანდ სტეურერს, პროფესიული განათლების პროგრამის დირექტორს კატია კამერერს და გერმანიის ელჩს საქართველოში დანიელ ჰაასს შეხვდნენ.
სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილეს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯის ამოქმედდებასთან დაკავშირებით, მინისტრის ინიციატივას გაეცნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში პირველი,...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით, 2 კმ-იანი გვირაბს აშენებს. მშენებლობა დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას მიმდინარეობს.
მ დროისათვის გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია და კონტურების გამაგრებისა და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
დეპარტამენტის ცნობით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017...
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, 17 აპრილის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრის" ინიციატივით ლიტერატურული კლუბი „ქიმერიონი“ გაიხსნა.
მარნეულის მერიის ცნობით, კლუბის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა. ასევე, აქტიური ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება.
ლიტერატურული კლუბი გააერთიანებს ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებს ერთ სივრცეში და მისცემს მათ საშუალებას წაიკითხონ და განიხილონ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები.
კლუბი, 6 მაისიდან დაიწყებს აქტიურ...
სოციალურ საწარმო "ცოდნის კაფეს", რომელიც წნორში მდებარეობს, ადგილობრივი აქტივისტები და მათი გულშემატკივრები აშენებენ. ამისათვის 500-ზე მეტმა ადამიანმა თანხა სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე უკვე გადარიცხა. "ცოდნის კაფე" საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება თვითორგანიზებით ადგილობრივი თემის მობილიზება სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო პროექტების განსახორციელებლად.
"ცოდნის კაფე" ჯერ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილ 40 კვ.მ. ფართში ფუნქციონირებდა, თუმცა, იმის გამო, რომ აქტივისტებმა ქირის გადახდა ვეღარ მოახერხეს,...
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ ახალი ინიციატივა წარადგინეს, რომელიც თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საკომიტეტო მოკვლევას გულისხმობს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ამ პრობლემას სჭირდება სერიოზული ყურადღება სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფორმით გამოეჩინა. კერძოდ,...
ვაზისუბნის და ლილოს დასახლებაში სპორტული ცენტრები აშენდა. თბილისის მერიის ცნობით, ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსი 12 306 კვადრატულ მეტრს იკავებს და მოიცავს ხელოვნურსაფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობასა და საშხაპეებს. ცენტრი 700 ადამიანს მოემსახურება.
ტანვარჯიშის დარბაზის მშენებლობა დასრულებულია ლილოს დასახლებაშიც. დარბაზი 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. სპორტულ ცენტრში მხატვრული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ბატუტის სპორტული სექციები ამოქმედდება. დასახლებაში, ასევე, მოეწყო...
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებენ.
როგორც პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება. „მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 14 სოფელი დაემატა. ეს იმას...
წნორში სოციალური საწარმოს - "ცოდნის კაფეს" მშენებლობას სიღნაღის მერიაც შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ და მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული შესაბამისი წერილი "ცოდნის კაფემ" საკუთარ facebook-ზე გამოაქვეყნა.
როგორც წერილიდან ირკვევა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია პროექტს - "წიგნების თარო" 4 900 ლარით დააფინანსებს. "სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, ამ კონკურსის დაფინანსებით, ხელს შეუწყობს ცოდნის კაფეს აშენებას", -წერია წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი...
დედოფლისწყაროს საკრებულომ 2013 წლის 25 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომელიც „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცებას“ შეეხება. ახალი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის განკუთვნილი ონლაინსივრცე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდი - www.dedoplistskaro.gov.ge.
დადგენილების თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა შეარჩიონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით ხორციელდება. სპორტული კომპლექსის ღირებულება 2 292 455 ლარს შეადგენს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საკალათბურთო/სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზე განთავსდება საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი.
ამასთან, სპორტულ კომპლექსში მოეწყობა მცირე საკონფერენციო დარბაზი, კაფე-სასადილო და 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო.
როგორც მერია აცხადებს, სპორტული კომპლექსი...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვიშხეთში, ტეზერში და სურამში- 26 მაისის ქუჩებზე, გზების მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც მერია იუწყება, სოფელ ქვიშხეთში მოეწყობა 2 200 გრძივი მეტრი გზა და მიმდებარე ჩიხებში 282 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთები. აღნიშნული გზის მშენებლობით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების: ბეღლეთის, ბულბულისციხეს და მონასტრის 3000 მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ისარგებლებს. გზის მშენებლობასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხები,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































