თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ღამის ეკონომიკის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას რამდენიმე დღეში გამართავს.
„დავასრულეთ მუშაობა და პროექტის პრეზენტაციას რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე კახა კალაძემ მიმდინარე წლის 7 მარტს წარადგინა. როგორც გვარჯალაძე აცხადებდა, მისი მთავარი მოვალეობა იქნება, სახელმწიფო სტრუქტურები კომერციულ სტრუქტურებს დააკავშიროს, რათა ღამის ეკონომიკა განვითარდეს.