ლანჩხუთში, მშვიდობისა და ბაგრატიონის ქუჩებზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები შენდება

617

ლანჩხუთში, მშვიდობისა და ბაგრატიონის ქუჩებზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები შენდება. სამუშაოები 10 აპრილს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

სანიაღვრე არხებს ამხანაგობა „ჯ.ჯ.კ.“ აშენებს. ბიუჯეტიდან პროექტისთვის 600 000 ლარია გამოყოფილი.