ვაკის რაიონის სამ მისამართზე სკვერები ეწყობა

1129

ვაკის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სამ მისამართზე სკვერები ეწყობა. სკვერი ამ დროისთვის, კუს ტბის ტერიტორიაზე ეწყობა. დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია კი ვაჟა-ფშაველას I კვარტალში და ნუცუბიძის III მ/რ-ში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, სამივე მისამართზე დაგეგმილია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განახლება, სკვერების გამწვანება და განათება. შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში კი, უკვე მოეწყო ახალი ფიტნეს ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი განთავსდა.