ვაკის გამგეობის ინფორმაციით, კუს ტბის ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაიწყო.
პროექტი ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შემუშავდა, მის ტექნიკურ განხორციელებას კი, შპს „ინტერტექნოლოგი“ უზრუნველყოფს.
სამუშაოების შედეგად სკვერი გამწვანდება, განათდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მ/რ-ში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. სკვერი კი, გამწვანდება და განათდება.
გამგეობის ცნობით, სკვერში უკვე მოეწყო ფიტნეს ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.
ვაკის გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სხვადასხვა უბანში აქტიურად გრძელდება.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას I კვარტალში, N47-ის მე-20 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, სკვერში ხეების სხვლა-ფორმირება ჩატარდა, მოეწყო ბორდიური, განახლდება საბავშვო ატრაქციონები, მოეწყობა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სავალი ბილიკები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ტერიტორია გამწვანდება.
ქალაქ ლანჩხუთში ჟორდანიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებთან გაყვანილი სანიაღვრე არხი გაიწმინდა.
აღსანიშნავია, რომ არხში დაგროვილი წყალი ანტისანიტარიას ქმნიდა და როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ფეხით მოსიარულეებს პრობლემას უქმნიდა.
ამ ეტაპისათვის არხი მთლიანად გაწმენდილია.
"ყველა აქ მცხოვრები ოჯახის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ალექსანდრე სარიშვილს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პრობლემა, დაგვპირდა დახმარებას და შეასრულა კიდეც", - განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.
ახალქალაქის სოფელ კარტიკამში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.
ფონდის ცნობით, სკოლა საზეიმოდ გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის...
შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ (ელიავა- რეგიონალური მოლი) თბილისის მერს, კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს და თბილისის საკრებულოსთვის 2016 წელს გადაგზავნილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას ითხოვს.
ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„მიზანშეწონილად ვთვლით, მოგმართოთ ე.წ. ელიავას ბაზრობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.
ბოლო ათწლეულებში ბუნებრივად ჩამოყალიბდა ურბანული გარემო, რომელსაც თბილისელები ე.წ. „ელიავას ბაზრობას“ უწოდებენ. საზოგადოდ ე.წ. „ელიავას ბაზრობა“ განთავსებულია 15,5 ჰა. მიწის ნაკვეთიდან 11,3...
წინა სტატია
ქუთაისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას განცხადებას პასუხობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის მერიას 2013 წელს გაცემული ნებართვის აღსრულება დაავალა, რომლის თანახმადაც 2013 წელს ქალაქის მერმა ხელი მოაწერა შპს "მადლთან" იჯარის ხელშეკრულებას ე.წ ჯიხურების განთავსების თაობაზე.
„ამ ხნის განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება "მადლის" სასარგებლოდ მიიღო. ქალაქის მერიას კი უმაღლესი სასამართლო...
დღეს დოკუმენტური ფილმის - "ინიციატივა არ ისჯება" - ჩვენება გაიმართება.
ფილმი დაეფუძნა "სათემო განვითარების ცენტრის" კვლევას, რომელმაც, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, გააანალიზა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში სათემო, საზოგადოებრივი ინიციატივების ისტორია, თვითორგანიზების გამოცდილება. კვლევის პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი და კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი.
კვლევის შედეგად გამოცემულმა ორტომეულმა "ინიციატივა ცვლილებებისათვის" (წიგნი I, წიგნი II)...
"ენგურჰესი" სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გეგმავს კაშხლის მუშაობის შეჩერებას. შედეგად აფხაზეთს შეუწყდება ჰესიდან ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ენგურჰესის გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას თქმით, სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები დერივაციულ გვირაბში, საიდანაც წყალი მიეწოდება ოკუპირებულ გალის რაიონში არსებულ ტურბინებს.
მისივე განცხადებით, ამჯერად თბილისი არ გეგმავს დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოდეფიციტის საკუთარი ხარჯებით დაფარვას, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
"ენგურჰესის" სადგური რევიზიის მიზეზით 2017...
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით არსებული ყველა საფეხმავლო ლითონის ხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„მომდევნო კვირის დასაწყისში უკვე გაფორმებული იქნება ხელშეკრულება კომპანიასთან, რომლის ვალდებულებაც იქნება უშუალოდ ამ საფეხმავლო ხიდების გამაგრება-რეაბილიტაცია. ქალაქის მასშტაბით რამდენი ხიდიც არის, ყველას შემოწმებაა ჩატარებული. იმის გამო, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოდ ისარგებლოს ამ ხიდებით, ავარიული ხიდების რეაბილიტაცია ჩატარდება. იმ...
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ტყის ინვენტარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.
„საქართველო მიმდინარე წელს იწყებს ეროვნულ დონეზე ტყის ინვენტარიზაციას, რაც აქამდე ქვეყანაში არ განხორციელებულა. ინვენტარიზაცია 2019 წელს დასრულდება და საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი მონაცემები ქვეყნის ტყეების მდგომარეობის შესახებ, რაც ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვისა და ტყესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს და ამავდროულად ხელს შეუწყობს საერთაშრისო...
ქუთაისის ნაცმოძრაობა ქალაქში სავაჭრო ჯიხურების დადგმას აპროტესტებს. პრესკონფერენციაზე ნაცმოძრაობის წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა, რომ ქუთაისის მერია ქალაქს 90–იან წლებში აბრუნებს.
“ქუთაისის მერმა ხელი მოაწერა ნებართვას, რომლითაც 16 ჯიხურის დადგმის ნებართვა გასცა. მერმა ამით გადაწყვიტა, ქუთაისში დააბრუნოს ბნელი 90–იანი წლები და ჯიხურების ეპოქა. ამავდროულად, მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის იერსახეზე, ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავენ, მეორე მხრივ, აბრუნებენ და დგამენ ჯიხურებს. ხვალ ჭავჭავაძის გამზირზე...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.
მინისტრმა დელეგაციის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით დაგეგმილი ცვლილებები, მმართველი გუნდის ხედვა და გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე აღინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებისა და ფინანსური დეცენტრალიზაციის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე.
ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მონიტორინგის...
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე ზებრა გადასასვლელი ტროტუარის ნაცვლად, მწვანე ნარგავებთან დაიხაზა. ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ასეთ ნარგავებს, რომელიც ქვეითებს გადაადგილებას გაურთულებს, ალტერნატიულ ადგილას გადაიტანენ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
რუსთაველის ქუჩაზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო ნიშნები იხაზება. 1 600 000-იანი პროექტის ფარგლებში ქვეითთა გადასასვლელი 63 ადგილას მოეწყობა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სიჩქარის შემზღუდავი 12 ბარიერის და ე.წ. ხმაურიანი გადასასვლელების დამონტაჟებაც. ასევე, გამოიყოფა ადგილები...
თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება, რომელზეც ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე, ესტაკადის მშენებლობას აპროტესტებენ. დემონსტრანტებს ბანერები უჭირავთ ხელში, რომელზეც სხვადასხვა წარწერაა: "ნუ გვაბოლებ", "SOS დროა ვიმოქმედოთ იპოდრომის გადასარჩენად", "SOS იპოდრომი" და ა.შ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებს პეტიციაც აქვთ შემუშავებული, რომელიც მარტში მერიაში შეიტანეს. პეტიციას 2200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 700 000 ლარი დაჯდება...
წინა სტატია
ქუთაისის მერიის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისათვისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩავარდა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურისა და მართვის სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ ტენდერის ჩავარდნის მიზეზი განმარტა.
"გართულებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნა დაგვჭირდა ამ ტენდერისათვის, ზოგადად, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფია ზედამხედველობის განსახორციელებლად მოვლენილი. მას გართულებული მოთხოვნები აქვს საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით, ანუ, მეტ სრულყოფილებას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































