ქუთაისის მერია ნაცმოძრაობის წევრის განცხადებას პასუხობს

1318

წინა სტატია

ქუთაისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას განცხადებას პასუხობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის მერიას 2013 წელს გაცემული ნებართვის აღსრულება დაავალა, რომლის თანახმადაც 2013 წელს ქალაქის მერმა ხელი მოაწერა შპს “მადლთან” იჯარის ხელშეკრულებას ე.წ ჯიხურების განთავსების თაობაზე.

„ამ ხნის განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება “მადლის” სასარგებლოდ მიიღო. ქალაქის მერიას კი უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა”, – განაცხადეს ქუთაისის მერიაში.