სოციალური საცხოვრისების გადახურვაზე ქუთაისის მერიის ტენდერი მესამედ ჩავარდა

783

წინა სტატია

ქუთაისის მერიის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისათვისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩავარდა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურისა და მართვის სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ ტენდერის ჩავარდნის მიზეზი განმარტა.

“გართულებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნა დაგვჭირდა ამ ტენდერისათვის, ზოგადად, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფია ზედამხედველობის განსახორციელებლად მოვლენილი. მას გართულებული მოთხოვნები აქვს საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით, ანუ, მეტ სრულყოფილებას ითხოვენ, ამის გამო ურთულდებოდათ და უძვირდებოდათ დოკუმენტაციის შედგენა. ამის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, საპროექტო ორგანიზაციები ამ ტენდერით არ დაინტერესდნენ”, – თქვა არაბიძემ.

გამომდინარე იქიდან, რომ ტენდერი სამჯერ ჩავარდა, ქუთაისის მერია აპირებს რამდენიმე საპროექტო ორგანიზაციას შესთავაზოს თავისი პირობები.

დოკუმენტაციისათვის შედგენისათვის მერიამ ტენდერი 3 -ჯერ უკვე გამოაცხადა, რისთვისაც 30 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.