ქობულეთში ქვეთთა გადასასვლელი, ტროტუარის ნაცვლად, ხეებთან დაიხაზა. ფოტო

992

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე ზებრა გადასასვლელი ტროტუარის ნაცვლად, მწვანე ნარგავებთან დაიხაზა. ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ასეთ ნარგავებს, რომელიც ქვეითებს გადაადგილებას გაურთულებს, ალტერნატიულ ადგილას გადაიტანენ. ​ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

რუსთაველის ქუჩაზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო ნიშნები იხაზება. 1 600 000-იანი პროექტის ფარგლებში ქვეითთა გადასასვლელი 63 ადგილას მოეწყობა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სიჩქარის შემზღუდავი 12 ბარიერის და ე.წ. ხმაურიანი გადასასვლელების დამონტაჟებაც. ასევე, გამოიყოფა ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების ავტომობილის პარკინგისთვის და ავტობუსების გაჩერებისთვის.