“ინიციატივა არ ისჯება” – თემის თვითორგანიზების საკითხებზე ახალი დოკუმენტური ფილმის ჩვენება დღეს გაიმართება

1498

დღეს დოკუმენტური ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” – ჩვენება გაიმართება.

ფილმი დაეფუძნა “სათემო განვითარების ცენტრის” კვლევას, რომელმაც, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, გააანალიზა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში სათემო, საზოგადოებრივი ინიციატივების ისტორია, თვითორგანიზების გამოცდილება. კვლევის პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი და კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი.

კვლევის შედეგად გამოცემულმა ორტომეულმა “ინიციატივა ცვლილებებისათვის” (წიგნი I, წიგნი II) აჩვენა, რომ ამ დროს დაწყებულმა თვითმმართველობის, დემოკრატიისა და განმანათლებლობის პროცესებმა რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში და იგი მოწინავე, განვითარების შეუქცევად გზაზე შემდგარ ერთობად აქცია, თუმცა, ეს პროცესი 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციამ ძალადობრივად შეწყვიტა.

ფილმი “ინიციატივა არ ისჯება” გვაჩვენებს,თუ რამდენად დარჩა ჩვენს საზოგადოებაში მეხსიერება თვითმმართველობის და ინიციატივის ისტორიისა და კულტურის შესახებ, რა გამოწვევების წინაშე დგას სოფლის თემები და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ისტორიული გამოცდილება დღევანდელ მოცემულობაში საზოგადოებრივი განვითარების პრცოცესისთვის ახალი სუნთქვის მისაცემად.

ფილმი მისმა ავტორებმა ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით გადაიღეს.

ფილმის ჩვენება დღეს, 18:30 საათზე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (ოთარ ჩხეიძის 5) გაიმართება.