თბილისის მერიასთან ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობას აპროტესტებენ

997

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება, რომელზეც ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე, ესტაკადის მშენებლობას აპროტესტებენ. დემონსტრანტებს ბანერები უჭირავთ ხელში, რომელზეც სხვადასხვა წარწერაა: “ნუ გვაბოლებ”, “SOS დროა ვიმოქმედოთ იპოდრომის გადასარჩენად”, “SOS იპოდრომი” და ა.შ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებს პეტიციაც აქვთ შემუშავებული, რომელიც მარტში მერიაში შეიტანეს. პეტიციას 2200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 700 000 ლარი დაჯდება და ხუთ თვეში დასრულდება. ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები დროებით შეიცვალა.