წინა სტატია
ქუთაისის მერია ქალაქის შესასვლელში საქართველოს სახელმწიფო დროშის სადგარის დამონტაჟებისთვის 65 651 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ამ საკითხმა საზოგადოებაში შეკითხვები გააჩინა, თუ როგორი სადგარის შეკვეთას აპირებს ქუთაისის მერია.
"ნიუპრესის" ცნობით, ქუთაისის მერიიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განაცხადეს, რომ პროექტის ღირებულებას არა მერია, არამედ საპროექტო კომპანია ადგენს.
"ჩვენ საპროექტო ორგანიზაციას მივეცით დავალება, რომელმაც დაადგინა პროექტის ხარჯთაღრიცხვა", -თქვა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა. ხიდაშელმა, ასევე,...
თელავში, "ბატონის ციხის" ტერიტორიაზე, ახალი მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმის მშენებლობისთვის 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
შიდა და გარე კაფეები, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, ამფითეატრი, - ეს ყველაფერი დამთვალიერებლისთვის მაისის ბოლოდან გახდება ხელმისაწვდომი. მუზეუმს საინტერესოს ისიც ხდის, რომ შენობის ნაწილი მიწის ქვეშაა განთავსებული.
https://www.youtube.com/watch?v=fGwECGiQ738&feature=youtu.be
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
აქციის მონაწილეების თქმით, ბაღი ამორტიზებული იყო, ახალაშენებულ ბაღში კი მათი ადგილი არ აღმოჩნდა.
"წლების განმავლობაში საბავშვო ბაღის შენობა ამორტიზებული იყო. შემდეგ ახალი ააშენეს, მაგრამ ჩვენ ვეღარ გავაგრძელეთ მუშაობა. თანამშრომლები სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნეპოტიზმის ნიშნით მიიღეს. ახალი თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავები არიან", -...
წინა სტატია
ახალციხის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა სოფიო შევჩენკომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ის ახალციხის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, შევჩენკოს სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაუკმაყოფილა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
„ჩემი სასარჩელო მოთხოვნა იგივეა - აღმადგინონ სამსახურში და ამინაზღაურონ განაცდური“,–ამბობს სოფიო შევჩენკო.
შეგახსენებთ, რომ შევჩენკო უკვე მესამე გათავისუფლებული თანამშრომელია ახალციხის თვითმმართველობაში, რომელმაც სასამართლოში იჩივლა.
ახალციხის...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაცაის "საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები უტარდება მაგისტრალური არხის გამანაწილებლებს, ეწყობა სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები; მიმდინარეობს მილხიდებისა და წყალგამშვები ხიდების აღდგენითი სამუშაოები.
"საქართველოს მელიორაციის" განცხადებით, გამანაწილებლების რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და რეგულარულად მოირწყვება სოფლების - გიორგიწმინდას, ნინოწმინდას და ქ. საგარეჯოს 730 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
ქვემო...
22 აპრილს „ახალციხის ციხემ“ ტურისტული სეზონი გახსნა, თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ საკონფერენციო დარბაზისა და კომპლექსის სხვა შენობებში წვიმისგან დაზიანებული კედლების შეკეთება ვერ მოასწრო. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ახალციხის ციხის“ ციტადელის კოშკზე, საკონფერენციო დარბაზსა და იმ შენობების ნაწილში, რომლებშიც მაღაზიები იყო განთავსებული, წვიმის დროს წყალი ჩადის.
ციხის ადმინისტრაციის ცნობით, საკონფერენციო დარბაზის სახურავზე ჯერ ვერ მიაგნეს იმ ადგილს, საიდანაც წყალი ჟონავს. რაც შეეხება...
თბილისს ახალი ელექტროავტობუსი, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან მოემსახურება. ამის შესახებ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ თქვა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
პატარაიას თქმით, ამ ეტაპზე ავტობუსი დაიტესტება და მგზავრები თავად შეძლებენ ეკლოგიურად 100 %-ით სუფთა ტრანსპორტის შეფასებას.
"ამ ეტაპზე სატესტოდ ჩამოვიყვანეთ ერთი ელექტროავტომობილი, რათა მოქალაქეებისთვის თავიდანვე ხელშესახები გახდეს ის, რაზეც ამდენი ხანია მიდის მსჯელობა. გადავწყვიტეთ, მათ მიეცეთ შესაძლებლობა, თავად შეაფასონ ჩვენი ავტობუსი და დარწმუნდენ, რამდენად...
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ამის შესახებ "კომერსანტი" წერს.
დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, ეს სფერო ორი ძირითადი დადგენილებითა და სამი კანონით რეგულირდებოდა.
"ეკონომიკის სამინისტროს ორი ალტერნატივა ჰქონდა: ან დაეტოვებინა ძალაში არსებული კანონები და მათი სრულყოფის გზით წასულიყო, ან აერჩია ის გზა, რომელიც უფრო ლოგიკური და პერსპექტიულია...
რუსთავში, სავარაუდოდ, ელექტროავტობუსების ქარხანა აშენდება, რომელში წარმოებული ავტობუსებიც ევროკავშირში გავა ექსპორტზე. ამის შესახებ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ თქვა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
„როგორც იცით, ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაცია იყო შერჩეული, აქედან ერთი თბილისის, ორი რუსთავის, ხოლო ერთი გარდაბნის ტერიტორიაზე. მართალია, კონკრეტული ადგილის შესარჩევად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, დიდი ალბათობით, კვლევაზე მომუშავე ჯგუფი რუსთავში მდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება და ქარხნის მშენებლობაც,...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილეები, საქართველოს მელიორაციის, სურსათის უვნებლობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა ისაუბრა სამინისტროსა და რეგიონულ წარმომადგენლებს შორის ერთობლივი მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილზე არსებული საჭიროებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების...
გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე ე.წ. მრგვალ ბინებს წელს ახალი სკვერი ექნება. ამისთვის გორის მერიამ 16 200 ლარი გამოყო. პროექტის მიხედვით, სკვერში ტურნიკი, საქანელები, ფანჩატურები და სხვადასხვა სახის დეკორატიული ყვავილები მოეწყობა. საცხოვრებელი კორპუსი მრავალბინიანია. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიხედვით, სამუშაოების 90%-ს მერია აფინანსებს, დანარჩენ 10%-ს ადგილობრივი მცხოვრებლები გაიღებენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას სამტრედიის, ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები: არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.
კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 90-მდე ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. შედეგად სამტრედიის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 7 ფაქტი,...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, ხალი წყალსადენის ქსელით 920 კომლი ისარგებლებს.
პროექტისთვის პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 622 000 ლარი გამოიყო, ჯამში კი, პროექტი 4 მილიონი ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მარიამი ო.ბ. 2006“ აწარმოებს.
ობიეტზე სამუშაოები 2018 წლის ივნისის თვეში უნდა დასრულდეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში არმირებული წესით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გეო-გრუპი“ აწარმოებს.
„სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება“, -...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაკალავრის საფეხურზე მყოფი 29 სტუდენტი ერთჯერადი სტიპენდიით დააფინანსა. ინფორმაციას ხელვაჩაურის მერია ავრცელებს.
პროგრამის ფარგლებში 29 სტუდენტმა დააკმაყოფილა ის კრიტერიუმები, რომელიც სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა. შესაბამისად, სტუდენტებს 500 ლარის ოდენობით თანხა ჩაერიცხებათ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების ანაზღაურებისთვის 2018 წელს 3 813 800 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ "რადიო მოზაიკა" გორის მერიიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მერიის ცნობით, უწყებაში 289 ადამიანია დასაქმებული. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას მუნიციპალიტეტის მერის მოთხოვნის შედეგად, საკრებულომ გამონაკლისი დაუშვა და 4 შტატგარეშე თანამშრომლის დამატების გადაწყვეტილება მიიღო.
ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებას“ ქალაქის სტატუსის გაუქმების არგუმენტებს ახსენებს და აცხადებს, რომ მათი მოლოდინი თანხების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































