თელავში, “ბატონის ციხის” ტერიტორიაზე, ახალი მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმის მშენებლობისთვის 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა. ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.
შიდა და გარე კაფეები, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, ამფითეატრი, – ეს ყველაფერი დამთვალიერებლისთვის მაისის ბოლოდან გახდება ხელმისაწვდომი. მუზეუმს საინტერესოს ისიც ხდის, რომ შენობის ნაწილი მიწის ქვეშაა განთავსებული.