ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდნენ

1159

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილეები, საქართველოს მელიორაციის, სურსათის უვნებლობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა ისაუბრა სამინისტროსა და რეგიონულ წარმომადგენლებს შორის ერთობლივი მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილზე არსებული საჭიროებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.