გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩაზე ახალი სკვერი გაკეთდება

1361

გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე ე.წ. მრგვალ ბინებს წელს ახალი სკვერი ექნება. ამისთვის გორის მერიამ 16 200 ლარი გამოყო. პროექტის მიხედვით, სკვერში ტურნიკი, საქანელები, ფანჩატურები და სხვადასხვა სახის დეკორატიული ყვავილები მოეწყობა. საცხოვრებელი კორპუსი მრავალბინიანია. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიხედვით, სამუშაოების 90%-ს მერია აფინანსებს, დანარჩენ 10%-ს ადგილობრივი მცხოვრებლები გაიღებენ.