ცნობილია, როგორი იქნება დროშის სადგარი, რომელშიც ქუთაისის მერია 65 651 ლარს იხდის

651

წინა სტატია

ქუთაისის მერია ქალაქის შესასვლელში საქართველოს სახელმწიფო დროშის სადგარის დამონტაჟებისთვის 65 651 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ამ საკითხმა საზოგადოებაში შეკითხვები გააჩინა, თუ როგორი სადგარის შეკვეთას აპირებს ქუთაისის მერია.

“ნიუპრესის” ცნობით, ქუთაისის მერიიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განაცხადეს, რომ პროექტის ღირებულებას არა მერია, არამედ საპროექტო კომპანია ადგენს.

“ჩვენ  საპროექტო ორგანიზაციას მივეცით დავალება, რომელმაც დაადგინა პროექტის ხარჯთაღრიცხვა”, -თქვა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა. ხიდაშელმა, ასევე, დასძინა, რომ დროშის დგარი 45 მეტრის სიმაღლის უჟანგავი მეტალისაგან უნდა დამზადდეს.

პროექტი  შპს  “სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა” მოამზადა. ორგანიზაციამ გააკეთა ნახაზი და წარმოადგინა პროექტი, რომლის თანახმადაც, სამუშაოების ღირებულება 65 651 ათასი ლარით განისაზღვარა.

ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ფასი დაგეგმილი სამუშაოების შესაბამისად განისაზღვრა.