საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაცაის “საქართველოს მელიორაცია” ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები უტარდება მაგისტრალური არხის გამანაწილებლებს, ეწყობა სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები; მიმდინარეობს მილხიდებისა და წყალგამშვები ხიდების აღდგენითი სამუშაოები.
“საქართველოს მელიორაციის” განცხადებით, გამანაწილებლების რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და რეგულარულად მოირწყვება სოფლების – გიორგიწმინდას, ნინოწმინდას და ქ. საგარეჯოს 730 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.