საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ე.წ. ჩიხლაანთუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 434 205 ლარია. პროექტის ფარგლებში 900 მეტრის სიგრძის მონაკვეთი მოასფალტდება. სამუშაოებს შპს „კავკას ავტომაგისტრალი“ ასრულებს.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის" (GGI) ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ოფისში, თემაზე - „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები“, საჯარო დისკუსია გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ,,ღია მმართველობა-საქართველოს’’რიგით მეოთხე, 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს, რომელსაც მთავრობა მიმდინარე წლის ივლისში, გლობალურ სამიტზე წარადგენს. დოკუმენტის შემუშავების პროცესი სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციების...
გორში სამების, ნინოშვილის, თბილისის, თოიძის, დავითაშვილის ქუჩების, ძმები რომელაშვილების, ატენის, ეკატერინე გაბაშვილის, თრიალეთის, მარაბდელისა და ნიკო კეცხოველის ქუჩების მონაკვეთების სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების ღირებულება 2 905 732 ლარია. პროექტების მიხედვით სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილის, საფეხმავლოებისა და სანიაღვრეების რეაბილიტაცია იგეგმება. მიმდინარე სამუშაოების შედეგად, გორში 3 651 მეტრის სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებული ინფრასტრუქტურული...
რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი გახდა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა "ლიბერთი ბანკის’’ სწრაფი გადახდის აპარატებიდან. მერიის ცნოობით, გადასახადის გადახდის დროს, არ მოხდება საკომისიოს დაქვითვა. უწყების ინფორმაციით, დასუფთავების მოსაკრებლის ,,ლიბერთი ბანკის’’ სწრაფი გადახდის აპარატიდან გადახდა, უკვე შესაძლებელია მეგობრობის გამზირზე განლაგებული აპარატებიდან, თვის ბოლოდან კი, აღნიშნული სერვისით სარგებლობას რუსთავში მცხოვრებნი, ქალაქში არსებული ნებისმიერი "ლიბერთი ბანკის" აპარატიდან შეძლებენ.  
გურჯანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოს შენობა უკვე ექვსი წელია უფუნქციოა. მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები შენობის გაყიდვას ან დემონტაჟს ითხოვენ. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. "ამხელა შენობაა და პატრონი არ ჰყავს. ხან ვინ მოდის და ხან ვინ, შიგნით შედიან, რას აკეთებენ, ღმერთმა იცის. ხან შუაღამისას სროლის ხმაც ისმის, გარჩევები ხდება. პატრული მოდის, შემოუვლის და წავა ხოლმე. საფრთხეც არის და ცალკე სიბუნძურეცაა. ჩვენი თხოვნაა, ან დაანგრიონ...
რუსთავის მერიის ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“ კოსტავას გამზირზე, ნაგავშემკრებ ლითონის კონტეინერებს ახალი პლასტმასის ურნებით ცვლის. უწყების ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე უკვე განთავსდა 16 ცალი პლასტმასის ნაგვის ურნა. მერიის ცნობით, უახლოეს პერიოდში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პლასტმასის კონტეინერები ეტაპობრივად, ქალაქის სხვადასხვა უბანში განთავსდება.
შპს "ბათუმის წყალი", რომელიც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანიზაციაა, უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. შპს-ს 100-პროცენტიან წილს ბათუმის მერია ფლობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. კომპანია ორგანიზაციის სამართლებრივ სტატუსს იშველიებს და აცხადებს, რომ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ აქვს, მითუმეტეს თანამშრომელთა სიის, მათი ხელფასებისა და კომპანიის შესყიდვების შესახებ. ამ ინფორმაციას კომპანიას ნაციონალური მოძრაობა სთხოვს. ცნობისთვის, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო, გასულ წელს საია-მ “ბათუმის წყალს” სასამართლოში უჩივლა, თუმცა არასამთავრობო...
თბილისში, ვარდების მოედანზე ჰაერის ხარისხი დადგენილ ნორმას შეესაბამება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური დამონტაჟდა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხს შეამოწმებს. სადგური მოძრავია და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსდება. მსგავსი მობილური სადგური უკვე ფუნქციონირებს ქუთაისსა და ბათუმშიც. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის...
გარემოვაჭრეები ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მათი განცხადებით, მერიის შეთავაზების მიღებას და სამუშაოდ ბაზრებში შესვლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თავის დროზე ისინი სწორედ ბაზრობიდან გამოვიდნენ და სამუშაოდ გარეთ დადგნენ. გარემოვაჭრეთა განცხადებით, თითოეულ მათგანს უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა, ბანკის ვალი აქვთ და გარევაჭრობა მათთვის თავის რჩენის ერთადერთი წყაროა. 21 აპრილიდან ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალათ.  ქუთაისში გარევაჭრობის...
ქედის მერია მიმდინარე წელს სამთო ტურიზმის განვითარებისთვის 80 000 ლარის დახარჯვას აპირებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, სულიკო ბოლქვაძე განმარტავს, რომ ეს თანხა საზაფხულო იალაღებზე  – დიდვაკე, მლაშე, ნაკონაღვარი, ღარათი, ღომა, თივნარი, საბადური – გზებისა და ბილიკების მოწესრიგებას მოხმარდება, ამ დროისთვის კი მერია პროექტირებაზე მუშაობს. ინფორმაციას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს. ამასთან, მთებში მისასვლელი გრუნტის გზები მანამდე მოწესრიგდება, ვიდრე მოიალაღეები მთაში წასვლას დაიწყებენ.   უფრო ვრცლად სტატია...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამტრედიის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ავთანდილ ნ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ნ-მ 2017 წლის 11 დეკემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული მეწარმე...
ბათუმის ახალ ბულვარში, ველობილიკთან მიმდინარე მშენებლობისას, კომპანიამ მრავალწლოვანი პალმა დააზიანა. მშენებლობამ, რომელსაც კომპანია "რეკან გრუპი" ახორციელებს, მრავალწლოვან პალმას მიწა გამოაცალა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, წაქცეული პალმა მან რამდენიმე დღის წინ შენიშნა და შესაბამის ორგანოებსაც მიმართა, თუმცა პასუხი არ ყოფილა. დღეს კი მოქალაქემ აჭარის ტელევიზიას და ბულვარის ადმინისტრაციას შეატყობინა. მოქალაქის აქტიურობის შედეგად, ადგილზე ბათუმის გამწვანების სამსახური მივიდა და მრავალწლოვანი ნერგი სატვირთო მანქანით...
ადიგენის სოფლების იმერთუბნისა და იჯარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 759 089 ლარით ფინანსდება. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ლელოვანი-ამხერის გზის 3-კილომეტრიან მონაკვეთზეც, სადაც მოეწყობა რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები, მილხიდები, გაბიონები და დაიგება ასფალტის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 146...
"თბილისის მეტროპოლიტენის 300-მდე თანამშრომელი, რომელთა ძირითად ნაწილსაც მემანქანეები წარმოადგენენ, შესაძლოა, გაიფიცოს", - განაცხადა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ. ინფორმაციას "ყველა სიხალე" ავრცელებს. სწორედ ამ კავშირის წევრები არიან ის თანამშრომლები, რომლებიც, ხელფასის გაზრდის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაფიცვას გეგმავენ. "ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის 45%-ის მომატება. თუ ვერ შევთანხმდით, გადავალთ რადიკალურ ქმედებაზე. ჩვენ თუ შევხედავთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია, შევიტანთ განცხადებას იმის თაობაზე, როდის...
სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაწესებულ მორატორიუმთან დაკავშირებით, შესაძლოა, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. “მორატორიუმმა, რომელიც დღეს მოქმედებს, გარკვეული სირთულეები და უხერხულობები შექმნა. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ახალი კანონპროექტის პარალელურად, შევიტანოთ ცვლილებები მოქმედ მორატორიუმში და არ დაველოდოთ წლის ბოლოს, რათა ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა კვლავ უფრო თავისუფალი გახდეს. სწორედ მორატორიუმის გამო საკმაოდ დიდი აქტივები დღეს განკარგვის გარეშეა. გვინდა ხელ-ფეხი გავუხსნათ იმ აქტივების განკარგვას,...
„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი თბილისის მერისადმი რეკომენდაციების პაკეტში ერთ-ერთ პრიორიტეტად ტროტუარების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასახელებს და მიიჩნევს, რომ თბილისის ტროტუარები დედაქალაქის ეკონომიკის ხერხემალია. ამის შესახებ კომპანია "არსის" განცხადებაში წერია, რომელსაც IPN-ი ავრცელებს. ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დედაქალაქში ტროტუარებისა და გზებზე გადასასვლელების კომპლექსური რეკონსტრუქცია. მისი აზრით, „ტროტუარები ბევრად კომფორტული უნდა გახდეს და თავისუფლად გადაადგილების გარდა, დასასვენებელი მიკროზონებიც უნდა გაკეთდეს. ფართო, უწყვეტი და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ