ბათუმის ბულვაში მშენებელმა კომპანიამ მრავალწლოვანი პალმა დააზიანა

741

ბათუმის ახალ ბულვარში, ველობილიკთან მიმდინარე მშენებლობისას, კომპანიამ მრავალწლოვანი პალმა დააზიანა. მშენებლობამ, რომელსაც კომპანია “რეკან გრუპი” ახორციელებს, მრავალწლოვან პალმას მიწა გამოაცალა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, წაქცეული პალმა მან რამდენიმე დღის წინ შენიშნა და შესაბამის ორგანოებსაც მიმართა, თუმცა პასუხი არ ყოფილა. დღეს კი მოქალაქემ აჭარის ტელევიზიას და ბულვარის ადმინისტრაციას შეატყობინა.

მოქალაქის აქტიურობის შედეგად, ადგილზე ბათუმის გამწვანების სამსახური მივიდა და მრავალწლოვანი ნერგი სატვირთო მანქანით სანერგე მეურნეობაში გადაიტანა. კომპანია “რეკან გრუპის” წარმომადგენლის თქმით, პალმა არ დაზიანებულა, შესაბამიად კომპანია არ დაჯარიმდება.