საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ე.წ. ჩიხლაანთუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 434 205 ლარია.
პროექტის ფარგლებში 900 მეტრის სიგრძის მონაკვეთი მოასფალტდება. სამუშაოებს შპს „კავკას ავტომაგისტრალი“ ასრულებს.