ქედაში სამთო ტურიზმის განვითარებისთვის 80 ათასი ლარი დაიხარჯება

610

ქედის მერია მიმდინარე წელს სამთო ტურიზმის განვითარებისთვის 80 000 ლარის დახარჯვას აპირებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, სულიკო ბოლქვაძე განმარტავს, რომ ეს თანხა საზაფხულო იალაღებზე  – დიდვაკე, მლაშე, ნაკონაღვარი, ღარათი, ღომა, თივნარი, საბადური – გზებისა და ბილიკების მოწესრიგებას მოხმარდება, ამ დროისთვის კი მერია პროექტირებაზე მუშაობს. ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.

ამასთან, მთებში მისასვლელი გრუნტის გზები მანამდე მოწესრიგდება, ვიდრე მოიალაღეები მთაში წასვლას დაიწყებენ.

 

უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ამ ბმულზე.