ადიგენის რამდენიმე სოფელში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

1165

ადიგენის სოფლების იმერთუბნისა და იჯარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 759 089 ლარით ფინანსდება. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ლელოვანი-ამხერის გზის 3-კილომეტრიან მონაკვეთზეც, სადაც მოეწყობა რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები, მილხიდები, გაბიონები და დაიგება ასფალტის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 146 542 ლარია გამოყოფილი.