თბილისში ჰაერის ხარისხის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის დასკვნა ცნობილია

604

თბილისში, ვარდების მოედანზე ჰაერის ხარისხი დადგენილ ნორმას შეესაბამება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური დამონტაჟდა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხს შეამოწმებს.

სადგური მოძრავია და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსდება. მსგავსი მობილური სადგური უკვე ფუნქციონირებს ქუთაისსა და ბათუმშიც.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახათამა კუჭავას ინიციატივით,  15- კაციანი ჯგუფი თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საკომიტეტო მოკვლევას აწარმოებს.