გურჯანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოს შენობა უკვე ექვსი წელია უფუნქციოა. მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები შენობის გაყიდვას ან დემონტაჟს ითხოვენ. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
“ამხელა შენობაა და პატრონი არ ჰყავს. ხან ვინ მოდის და ხან ვინ, შიგნით შედიან, რას აკეთებენ, ღმერთმა იცის. ხან შუაღამისას სროლის ხმაც ისმის, გარჩევები ხდება. პატრული მოდის, შემოუვლის და წავა ხოლმე. საფრთხეც არის და ცალკე სიბუნძურეცაა. ჩვენი თხოვნაა, ან დაანგრიონ ან გაყიდონ, ბავშვები გარეთ ვეღარ გაგვიყვანია.ზაფხულში კიდევ ქვეწარმავლების ბუდედ იქცევა ხოლმე“,- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
საავადმყოფოს ყოფილი შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინვესტორის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში უწყება მისი პრივატიზების საკითხს განიხილავს.