რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდა

965

რუსთავის მერიის ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“ კოსტავას გამზირზე, ნაგავშემკრებ ლითონის კონტეინერებს ახალი პლასტმასის ურნებით ცვლის.

უწყების ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე უკვე განთავსდა 16 ცალი პლასტმასის ნაგვის ურნა.

მერიის ცნობით, უახლოეს პერიოდში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პლასტმასის კონტეინერები ეტაპობრივად, ქალაქის სხვადასხვა უბანში განთავსდება.