შპს “ბათუმის წყალი”, რომელიც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანიზაციაა, უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. შპს-ს 100-პროცენტიან წილს ბათუმის მერია ფლობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
კომპანია ორგანიზაციის სამართლებრივ სტატუსს იშველიებს და აცხადებს, რომ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ აქვს, მითუმეტეს თანამშრომელთა სიის, მათი ხელფასებისა და კომპანიის შესყიდვების შესახებ. ამ ინფორმაციას კომპანიას ნაციონალური მოძრაობა სთხოვს.
ცნობისთვის, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო, გასულ წელს საია-მ “ბათუმის წყალს” სასამართლოში უჩივლა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციამ პირველი ორი ინსტანცია წააგო.