ბათუმის მერიამ, აჭარის უმაღლეს საბჭოს თხოვნით მიმართა, რათა კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირებაში დაეხმაროს, რომელიც ქალაქში მოუვლელი ტერიტორიების მოწესრიგების საშუალებას მისცემს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ქალაქის დამახინჯებული იერსახისა და ანტისანიტარიის მიუხედავად, მერიას არ შეუძლია რაიმე სანქციები დააწესოს, ან მეპატრონეს ნაგვის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება მოსთხოვოს. კანონში ეს გათვალისწინებული არ არის. მერიის მიერ მომზადებულ მიმართვაში წერია, რომ „ბათუმის ტერიტორიაზე არსებობს  ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც მესაკუთრეების მიერ...
დმანისში სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ძირითადად, დიაბეტითა და სხვა არაგადამდები დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის არის განკუთვნილი. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ცენტრში „ექთს ჯორჯია“ წარმართავს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ბენეფიციარებისათვის საჭირო სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებასა და იმ უნარების ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დაავადების დამოუკიდებლად გამკლავების მიზნით. უწყების ცნობით, შენობას აქვს დიდი ეზო სპორტული და გასართობი ღონისძიებებისათვის. პროექტი დაფინანსებულია...
ხარაგაულის სოფლებში, ახლადდაგებულ გზებზე, მყარი ნარჩენების შემკრები კონტეინერები განთავსდა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს 50 ნაგავშემკრები კონტეინერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა. ა(ა)იპ „ ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ დირექტორის, თემურ ფურცელაძის ინფორმაციით, კონტეინერების განთავსება 25 აპრილს დაიწყო და 2-3 დღეში დასრულდება. ხარაგაულის მერიის ცნობით, ახალი ურნები დაიდგმება ვანის, საღანძილის, ლახუნდარის, ციცქიურის, წაქვას, ღორეშის, გოლათუბნის, უბისის გზებზე და დაბაში რამდენიმე ადგილზე.  მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის...
ახალ ბულვარში ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელ სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ იცვლება დაზიანებული ფილები, ეწყობა ბორდიურები და ჭები, ასევე აწესრიგებენ გრანიტის ფილებს. აჭარის მთავრობის ცნობით, ამ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 000 კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. სამუშაოების პირველი ეტაპი ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე ზაფხულის სეზონის დაწყებამდე დასრულდება. მიმდინარეობს ასევე ბათუმის ახალ ბულვარში არსებული დეკორატიული არხებისა და შადრევანების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული პროექტებისათვის 2...
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 187 ათასი ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც 57 სოფელში გარეგანათება მოეწყობა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სოფლის ცენტრებისა და კომპაქტურად დასახლებული უბნების განათება განხორციელდება. ქედის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, ტენდერის გამოცხადება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქურდობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოპარულია 5 აკუმულატორი, რომელიც აზიური ფაროსანის შესაწამლ მანქანებს აქვს ამოცლილი. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს ზუგდიდის მერიაში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებენ, შსს-ს ინფორმაციით კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დამნაშავეების დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ავტომობილები ზუგდიდის მერიას 25 აპრილს გადაეცა და ისინი მერიის წინ დააყენეს.
ზესტაფონში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა "პატრიოტთა" ალიანსიდან", გიგა გაბრიჭიძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, კახაბერ მახათაძემ ბიუჯეტიდან, საკუთარი კეთილდღეობისვის 36 496 ლარი დახარჯა. ამ თანხით კაბინეტისთვის ახალი მაგიდა შეუკვეთა, მოაწყო კანცელარია, საკუთარ რესტორანში კი ბიუჯეტიდან თანხას რიცხავს. ამის შესახებ imedinews.ge წერს. გაბრიჭიძის თქმით, ამ ფონზე ზესტაფონის მცხოვრებლებს ქალაქის მერმა მატერიალური და სოციალური დახმარებები მოუხსნა. ზესტაფონის მერიაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმის ინფრასტრუქტურის განახლება იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მუზეუმის დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელს სახლ-მუზეუმს 1500 ვიზიტორი ესტუმრა. თამარ დურგლიშვილის თქმით, წელს ტურისტების მოსაზიდად აუცილებელია მუზეუმის ძველი მარნის აღდგენა და შეაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. "თუ ინფრასტრუქტურა არ განახლდება, ტურისტები არ მოვლენ. მუზეუმში არის უნიკალური ძველი მარანი, რომლის აღდგენა აუცილებელია. ამ თვის ბოლოდან გურჯაანის მერია ფიქრობს, რომ დაიწყონ...
ასპინძის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია ჭავჭავაძის, ტაბიძის, მარჯანიშვილის, გოგებაშვილის და გორგასალის ქუჩებზე მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ქუზებზე ასფალტო-ბეტონის საფარი ჯამში 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 435 ათასი ლარით ფინანსდება.  ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გოგებაშვილის ქუჩაზე ახალი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციასაც ახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემას. საგზაო ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. უწყების ცნობით, ცენტრი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. მერიის ინფორმციით, საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმდებიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც, ელექტრონული მმართველობის...
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეების დარგვას გეგმავს.  უწყების ინფორმაციით, პარლამენტისა და მაგთის შენობის წინ მდებარე თარგებში ჯამში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა კულტივარი და 9 ძირი ფოტინია კულტივარი დაირგვება. აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე უკვე დასრულდა ხეების სხვლა-ფორმირება, მოწესრიგდა არსებული მწვანე თარგები, გამოიცვალა 500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო...
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის – „მოტმაკდონალდის“ სპეციალისტები დედაქალაქში ავტობუსების ზოლების (Bus Lane-ების) სქემას შეიმუშავებენ. ამ მიზნით თბილისში ორგანიზაციის 5 ექსპერტი ჩამოვიდა, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად მუშაობენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. წლის ბოლომდე ისინი აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის (CDIA) დაფინანსებით მოამზადებენ პროექტებს, რომლებიც შეეხება თბილისში ე.წ. „ბასლეინების“ განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნების შერჩევას, პარკირების მართვის სტრატეგიას და ტაქსების სფეროს რეგულაციებს. უცხოელი...
ქალაქ გორში, მდინარე მეჯუდაზე გადასასვლელ ხიდს მოაჯირები დაუზიანდა. რკინის კონსტრუქციები წყალში გადაცვივდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. აღნიშნული ხიდი წმინდაწყლის დასახლების, კერძოდ, ჯორბენაძის ქუჩის მცხოვრებლებს ყოფილ აგრარული ბაზრის ტერიტორიასთან აკავშირებს. ასევე, ამ ხიდით სარგებლობენ ,,გორიგაზის" მომხმარებლები, აგრეთვე, სასამართლოსკენ მიმავალი მოქალაქეები.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) მზად არის გაზარდოს ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა. ამის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროში შეხვედრაზე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა განაცხადა. ინფორამციას სამინისტრო ავრცელებს. იეშიმ ელჰან-კაიალარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, ბანკი გააფართოვებს პორტფელს, რაც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე იეშიმ ელჰან-კაიალარმა და მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ რეგიონული განვითარებისთვის...
თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას, ავტოფარეხების ადგილას სკვერების მოწყობის თაობაზე, წერეთლის 93-ში მცხოვრები მოსახლეობა გამოეხმაურა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მათ ეზოში 5 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ავტოფარეხების ადგილას თბილისის მერია სკვერს გააკეთებს.
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეთავაზებას ივანიშვილი დასთანხმდა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ძალუძს, გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს. "მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ