ახალ ბულვარში ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

509

ახალ ბულვარში ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელ სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ იცვლება დაზიანებული ფილები, ეწყობა ბორდიურები და ჭები, ასევე აწესრიგებენ გრანიტის ფილებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, ამ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 000 კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს.

სამუშაოების პირველი ეტაპი ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე ზაფხულის სეზონის დაწყებამდე დასრულდება. მიმდინარეობს ასევე ბათუმის ახალ ბულვარში არსებული დეკორატიული არხებისა და შადრევანების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული პროექტებისათვის 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.