ხარაგაულის სოფლებში, ახლადდაგებულ გზებზე, მყარი ნარჩენების შემკრები კონტეინერები განთავსდა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს 50 ნაგავშემკრები კონტეინერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა.
ა(ა)იპ „ ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ დირექტორის, თემურ ფურცელაძის ინფორმაციით, კონტეინერების განთავსება 25 აპრილს დაიწყო და 2-3 დღეში დასრულდება.
ხარაგაულის მერიის ცნობით, ახალი ურნები დაიდგმება ვანის, საღანძილის, ლახუნდარის, ციცქიურის, წაქვას, ღორეშის, გოლათუბნის, უბისის გზებზე და დაბაში რამდენიმე ადგილზე.
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ხარაგაულს, რეგიონული განვითარების ფონდიდან, დამატებით, 150 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი გადაეცემა, რომელიც მოთხოვნების შესაბამისად, სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე განთავსდება.