დმანისში სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ძირითადად, დიაბეტითა და სხვა არაგადამდები დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის არის განკუთვნილი.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ცენტრში „ექთს ჯორჯია“ წარმართავს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ბენეფიციარებისათვის საჭირო სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებასა და იმ უნარების ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დაავადების დამოუკიდებლად გამკლავების მიზნით.
უწყების ცნობით, შენობას აქვს დიდი ეზო სპორტული და გასართობი ღონისძიებებისათვის.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში.
პროექტი აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის დაკვეთით, უშუალოდ განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა, მათ მიერ შერჩეული კონტრაქტორი კომპანიის საშუალებით (CESCO).