ADB საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფინანსურ მხარდაჭერას უზრდის

791

აზიის განვითარების ბანკი (ADB) მზად არის გაზარდოს ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა. ამის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროში შეხვედრაზე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა განაცხადა. ინფორამციას სამინისტრო ავრცელებს.

იეშიმ ელჰან-კაიალარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, ბანკი გააფართოვებს პორტფელს, რაც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე იეშიმ ელჰან-კაიალარმა და მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ რეგიონული განვითარებისთვის გამოყოფილ 700 მლნ დოლარის ოდენობის პროექტზე იმსჯელეს.

სამინისტროს ცნობით, ეს პროექტი საქართველოს ინტეგრირებულ ურბანულ განვითარებას და ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევას ითვალისწინებს.

“ვფიქრობ, რომ ურთიერთანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. მაგალითად, ზუგდიდი-მესტიის, თელავი-ახმეტის მიმართულებით, თბილისში, როგორც რეგიონული განვითარების ცენტრში. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, როგორც ტურიზმის, ისე აგრობიზნესის განვითარებას,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.