ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით.
უწყების ცნობით, ცენტრი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.
მერიის ინფორმციით, საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმდებიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც, ელექტრონული მმართველობის საშუალებით, გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს.
ცენტრში ასევე განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისი.
ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.