რუსთაველზე 43 ძირი ახალი ხე-მცენარე დაირგვება

1137

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეების დარგვას გეგმავს. 

უწყების ინფორმაციით, პარლამენტისა და მაგთის შენობის წინ მდებარე თარგებში ჯამში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა კულტივარი და 9 ძირი ფოტინია კულტივარი დაირგვება.

აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე უკვე დასრულდა ხეების სხვლა-ფორმირება, მოწესრიგდა არსებული მწვანე თარგები, გამოიცვალა 500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 124 ძირი ბეგონია, ტაგიტესი და იმპატიენსი, ასევე, ზოგიერთ მწვანე თარგში არსებული მცენარეები 50 ძირი მწვანე აუკუბათი და 20 ძირი ფოტოსპორუმით ჩანაცვლდა.

საგაზაფხულო სამუშაოები თბილისში 11 აპრილს დაიწყო.