ქალაქ გორში, მდინარე მეჯუდაზე გადასასვლელ ხიდს მოაჯირები დაუზიანდა. რკინის კონსტრუქციები წყალში გადაცვივდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
აღნიშნული ხიდი წმინდაწყლის დასახლების, კერძოდ, ჯორბენაძის ქუჩის მცხოვრებლებს ყოფილ აგრარული ბაზრის ტერიტორიასთან აკავშირებს.
ასევე, ამ ხიდით სარგებლობენ ,,გორიგაზის” მომხმარებლები, აგრეთვე, სასამართლოსკენ მიმავალი მოქალაქეები.